ისევ მომაკითხა უძილობამ, კიდევ ერთი თეთრად გატარებული ღამე, მუქი ფერების კორიანტელი და გვირაბი, რომელშიც სინათლე რატომღაც არსაიდან აღარ შემოდის. ამ ზაფხულს იმდენი ლამაზად გატარებული დღეები იყო, იმდენი სასიამოვნო მოგონება, რომ ვფიქრობდი, თითოეულ მათგანზე დავწერდი რაღაცას. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და უფალი წყვეტს ჩვენ მაგივრად ჩვენსავე ბედს. თურმე ისეთ ცვლილებებს მიმზადებდა, ისეთ უნამუსობებთან შებმას მიწინასწარმეტყველებდა, რომ რადიკალურად შემაცვლევინებდა ცხოვრებას; უფრო სწორად, კი არ შემაცვლევინებდა, გზაგასაყართან დამაყენებდა; ასარჩევად გამიხდიდა უნამუსობისა და ნამუსის გზას. შეაჩერებდა ყველასა და ყველაფერს და თავგზას ამირევდა. აბსოლუტურად ეკლიან გზაზე გადამაგდებდა და თვალსაც დამიხშობდა. ამის წამოდგენა ამ ზაფხულს კვარიათში შეუძლებელი იყო. ახლა ვდგავარ და უძილობის ფონზე გონებას აზროვნებასა და გამოფხიზლებას ვთხოვ. ჩემი გონება შოკიდან მალე თუ არ გამოვა, ახლა კი მართლა არ ვიცი რა მოხდება, რითი დასრულდება საერთოდ ყველაფერი…და საერთოდ, ღირს კი რაიმე რაიმედ; იქნებ სამყარო დამძიმდა ამდენი ხანი ჩემი ლეშით??????? არ ვიცი, მე მართლა აღარაფერი არ ვიცი…