შეხვედრა წარსულთან

Июль 26, 2010 at 7:05 пп (Uncategorized)

დღეს საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა. ჩემი მობილური რეკავდა დილას. უცხო ნომერი დაიწერა, არ ვაპირებდი აღებას და არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუპასუხე. ტელეფონიდან უცხო მამაკაცის ხმა მოისმა და მკითხა, მე ის ლელა მელიქიშვილი ვარ ოდესღაც ბანაკ ,,არტეკში” რომ ვიყავი? თქვენ ვისაც ეძებთ არ ვიცი ის ვარ თუ არა–მეთქი, მაგრამ არტეკში რომ ვიყავი, ეს კი ვიცი–მეთქი ვუპასუხე. თავისი სახელი და გვარი რომ მითხრა, მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობი მეგობარი მირეკავდა, რომელთან ერთადაც არტეკში ვიყავი და მას მერე არ მინახავს.ეს მას მერე კი არც მეტი, არც ნაკლები 28 წელია. სული ყელში მომაწვა, მეგონა ჩემს ბავშვობას შევხედე პირისპირ. ისეთი შინაურებივით ვლაპარაკობდით, თითქოს ამდენი წელი საერთოდ არც კი იდგა ჩვენ შორის. გამახსენდა არტეკში გატარებული დღეები– იქ ავად გავხდი და ეგრეთწოდებულ ,,იზოლატორში” მომათავსეს. არავის უშვებდნენ, მაღალი სიცხეები მქიონდა, მგონი ანგინა დამემართა. ჩემზე უბედური ადამიანი აღარ იყო. მეგონა სახლში აღარ გამომიშვებდნენ(არ დაგავიწყდეს მკითხველო, რომ მაშინ მე–6 კლასის მოსწავლე ვიყავი). ხოდა რამაზი გამოიპარა ბანაკიდან და ფანჯარაზე ამოძვრა და გადმოიპარა ჩემს სანახავად. მერე რაზმეულის შეკრებაზე წესის დარღვევისთვის საყვედური გამოუცხადეს. ისეთი ნოსტალგია მომაწვა საუბრის დასასრულს, რომ დავდექი და სურათების დათვალიერება გადავწყვიტე. ამაღლება მოვიდა, მაგრამ დიდი ნაღველიც, ნაღველი იმ ლამაზი ბავშვობისა, როცა არანაირი პასუხისმგებლობა არა გაქვს და შენ მაგივრად ფიქრობს ბევრი ადამიანი. გამახსენდა მამა, რომელიც უძლეველი მეგონა. მეგონა ვერა და ვერაფერი მოერეოდა ამ ქვეყანაზე. მახსოვს ყველაზე მძიმე წუთებში ჩემი ცხოვრების, როგორ ღირსეულად მედგა გვერდით. როგორ მამხნევებდა და ფარ–ხმალს არ მაყრევინებდა. ცუდია უკვე ყველაფერი რომ წარსულია. მოკლედ ახლა ველოდები აგვისტოს დასაწყისს. ჩემი არტეკელი მეგობარი ბათუმელია და იქ მელოდება. ხოდა ზღვაზე საინტერესო მეგობრობის განახლება მოხდება. ორმაგად მსიამოვნებს ახლა კვარიათში წასვლაააააააა

Добавить комментарий

Fill in your details below or click an icon to log in:

Логотип WordPress.com

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Изменить )

Фотография Twitter

You are commenting using your Twitter account. Log Out / Изменить )

Фотография Facebook

You are commenting using your Facebook account. Log Out / Изменить )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.