გაპრაქტიკულებული ლელას მიწიერი ფიქრები

Май 17, 2010 at 11:58 пп (Uncategorized)

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, უძილობის ქარცეცხლმა მომიცვა. ცოტა სულის შეჭირვება, ცოტა ჩემი გაპრაქტიკულება და ნერვებს მეტი რაღა უნდა?! ახლა ვდგავარ და ვწერ. გადავწყვიტე, ყველასათვის დამემტკიცებინა, რომ მე არა მხოლოდ რომანტიკული ადამიანი ვარ, არამედ რაღაცა მიწიერი საქმეების გაკეთებაც შემიძლია. დამღალა დღემუდამ იმის შეგონებამ, რომ ასე არ შეიძლება, ცოტა რეალურად უნდა შევხედო საყაროს, რომ ხელმომჭირნე უნდა გავხდე და ალბათ, საკმარისია მკითხველო, ასეთი პროზაული სიტყვები. დარწმუნებული ვარ, ხშირად გესმით გარშემო მსგავსი. ხოდა გადავწყვიტე, რომ მელიქიშვილების ქონებას მივხედო, მე ხომ ,,დიდი” ქონება დამრჩა ვაკეში ( ნახევრადდანგრეული საკუთარი სახლი და საკმაოდ დიდი მიწა, ოღონდ ჯერ ისე არ გავპრაქტიკულებულვარ, რომ მიწის  ფართი ზეპირად ვიცოდე), ხოდა მეც გადავწყვიტე მოვუარო ამ ,,დიდ ქონებას” და მშენებლობა დავიწყე. გავაკეთე პროექტი, რომლის შექმნამაც სულ რაგაცა 9 თვე წაიღო, აღარ ვიტყვი, რამდენი ფული და ამაყად მოვიყვანე მუშები. ხოდა ზუსტად ორი კვირაა ჩემს გონებაში მხოლოდ ცნება ფული და საშენი მასალები ტრიალებს. მუშები სერიოზულად მიხსნიან რაღაცებს, მე ასევე დიდი სერიოზულობით ვუსმენ მათ სიბრძნეს, ოღონდ მათი ნალაპარაკების ნახევარი, თუ მეტი არა, არ მესმის და თავი მგონია პრაქტიკულობის განსახიერება. ამის შედეგად ახლა უძილობით გათანგულ გონებაში შვიდსავე ბრუნვაში ფულის ტრიალია და საშენი მასალების ხარისხსა და თუ ფასებზე ფიქრი. ყველაზე მეტად კი იმათი ვერ გამიგია, პრაქტიკულობით რომ მოაქვთ თავი და დღემუდამ ამ საკითხებზე ფიქრობენ. აუ, მე უკვე მეცოდება საკუთარი თავი და ისინი ასე როგორ ძლებენ. მოკლედ ცოტა ხანიც და …. არ მინდა ბატონო, დამილოცნია თქვენი პრაქტიკულობა თვენთვის და გამიშვით ისევ საოცნებოდ, თორემ ხომ ხედავთ, ძილი აღარ მეკარება ამდენი ნერვიულობით:)))))))))))))))))))

Комментарии (2)

  1. Nona сказал,

    ვაი ლეეელ რამდენი წელი მესმოდა, ეს რამხელა ამბავი წამოგიწყია:) გამიხარდა ძალიან:) და იმედია შენს გაპრაქტიკულებულ და რეალობად ქცეულ ოცნების სახლში, ფეხს შემომადგმევინებ რომ დამთავრდება:)
    ძალიან მიყვარხარ, წარმატებები და უუუუამრავს გკოცნი

  2. khatuli сказал,

    დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის ;) რატომღაც მსიამოვნებს თქვენი ნაწერების კითხვა, პირველ რიგში იმიტომ რომ გულწრფელია და სულიერებით სავსე.

Добавить комментарий

Fill in your details below or click an icon to log in:

Логотип WordPress.com

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Изменить )

Фотография Twitter

You are commenting using your Twitter account. Log Out / Изменить )

Фотография Facebook

You are commenting using your Facebook account. Log Out / Изменить )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.