Январь 29, 2011 at 5:32 пп (Uncategorized)

Постоянная ссылка Добавить комментарий

იმედი

Январь 29, 2011 at 5:18 пп (Uncategorized)

არ ვიცი, რატომ ვამბობ, რისთვის ვამბობ და საერთოდ, რატომ ვწერ, მაგრამ მინდა ახლა სიტყვებით დავუკრა კომპიუტერის კლავიატურაზე. სიმართლე უნდა ვთქვა; მიხარია, რომ ვაჯობე საკუთარ თავს და არანაირი ბოღმა და სამაგიეროს გადახდის სურვილი არ ჩამრჩა სულში. უბრალოდ,  სისხლხორცეული გახდა ჩემთვის ჭეშმარიტება, რომ ერთ წუთში აბსოლუტურად შეიძლება ამოტრიალდეს ცხოვრება. ჩვენ წინასწარ ვფიქრობთ, ვალაგებთ გეგმებს, ,,ვიხედებით წინ” და გვავიწყდება ამპარტავნებაში ჩავარდნილებს, რომ უფლის სამართალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია ადამიანური სამართლისაგან. ვწერ ახლა და მეღიმება, მეღიმება და მგონია, რომ ნამდვილად არაფერი მოხდა ისეთი, რის გამოც საერთოდ ღირს ამდენი ნერვიულობა, ფიქრი, დარდი. ზუსტად ვიცი, რომ მზად ვარ ცხოვრების კიდევ ერთი ფურცლის გადასაშლელად. ფურცელი სუფთაა და შესაბამისად, საინტერესოა, რაც დაიწერება. კიდევ ერთი გარემო, ახალი ადამიანები( ყოველი ადამიანი ხომ საინტერესოზე საინტერესო სამყაროა); ეს არაა უკვე ბევრჯერ წაკითხული წიგნის ხელახალი გადაკითხვა. ესააა კიდევ ახალი წიგნი, რომელიც აქამდე არ წამიკითხავს, მერე რა, თუ წიგნი უინტერესო აღმოჩნდება?! ვფიქრობ, ყველა წიგნში შეიძლება შენთვის საინტერესო აზრის ამოკითხვა. წიგნი საინტერესოა თუ უინტერესო როგორ გაარკვევ, თუ არ წაიკითხავ? რაც ყველზე მეტად მხიბლავს, მე დავიწყე სიახლის ძებნა. ვფიქრობ, ეს უკვე კარგია და ზუსტად ვიცი, რომ რაღაც მოხდება, კარგი მოხდება. ასეთი დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ. მე ასეთ ძნელადმორწმუნე ადამინს, გამიჩნდა აზრი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რატომ ვამბობ ამ სიტყვებს, გეფიცებით, არ ვიცი, რაღაცა მთელი აზრით ვგრძნობ, რომ რაღაცა საინტერესო მელის წინ, აქამდე ასეთი რამ არასოდეს განმიცდია, ახლა ვგრძნობ. საინტერესოზე საინტერესო ამბებს მიმზადებს ღმერთი, მწამს და მჯერა….ვნახოთ, რა იქნება. რაც მთავარია, მზად ვარ მივიღო სიახლეები-აი, რა მიხარია ყველაზე მეტად.

Постоянная ссылка Добавить комментарий

არეულდარეულობა

Октябрь 17, 2010 at 8:25 пп (Uncategorized)

ეს სურათი ზუსტი გამოხატულებაა ახლანდელი განწყობისაჩემს გონებაში ახლა სრული არეულდარეულობაა; რაც მთავარია, სრულიად გამოფიტული და გამოშიგნული ვარ. ჩემ ირგვლივ სრული არარაა. არ ვიცი, მკითხველო, გქონია თუ არა ასეთი მდგომარეობა როდისმე და თუ არ გქონია, ნამდვილად არასოდეს გისურვებ ასე ყოფნას. ზიხარ, მოძრაობ, მეგობრებში ხარ თუ საქმეს აკეთებ, ხვდები, რომ ტვინი საერთოდ გათიშულია და არაფერს ფიქრობს. აი ასე, საერთოდ არაფერს ამჩნევს და საერთოდ არაფერი აღარ აინტერესებს. უბრალოდ არის იმიტომ, რომ უნდა იყოს(ოღონს ეს ,,უნდა” ვინ დააწესა, უბრალოდ არ ვიცი). ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ვფიქრობ, ამ ეტაპზე თითოელი მათგანი უარყოფითია და პოზიტიურობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. სულ ვცდილობდი, რომ ადამიანების ქმედება არ გამეკითხა და მითუმეტეს, ჩემზე მათ გავლენა არ ჰქონოდათ. ახლა ასე ვეღარ გამოვიდა. ამ მოკლე ხანში მე დავინახე ერთდროულად ადამიანების უნამუსობა, შემდეგ დიდი გაკვირვება ამ უნამუსობისადა გამო, შემდეგ გაოცებული სახეები ვითომდა ამ უნამუსობის გამო და მუდმივად იმის ძახილი, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ვეც კი იჯერებენ ამის არსებობას და ასეთი ცოდვის დასაფარად ახალ–ახალი ცოდვების თუ მოგონებას, თუ განხორციელებას. ჩემი ფსიქიკისთვის ასეთი დოზებით კაცთა უსუსურობა აუტანელი გამოდგა. პირველად ჩემს ცხოვრებაში შემზიზღდა საკუთარი თავი ადამიანი რომ მქვია და მეც ამ ორფეხა გვამების ტყეში მოარული ვარ, ვერ გავუძელი და საერთოდ ჩავიკეტე; არავისთან აღარ მინდა კონტაქტი, უბრალოდ ეჭვი მეპარება ზოგადად ადამიანების პატიოსნებაში, გულწრფელობაში.მგონი ეს სიტყვები უკვე ხელშემშლელი გახდა დღევანდელი გარემოსათვის. ჩემი აზროვნებაც ხელოვნურად გავაჩერე და ახლა ტვინგარეცხილი, აზრდაკარგული, ფიქრშეჩერებული უაზროდ და ინსტიქტურად დავიარები. ესაა და ესსსსსსსსსსსს…….

Постоянная ссылка Добавить комментарий

უსათაურო…

Сентябрь 10, 2010 at 1:58 дп (Uncategorized)

ისევ მომაკითხა უძილობამ, კიდევ ერთი თეთრად გატარებული ღამე, მუქი ფერების კორიანტელი და გვირაბი, რომელშიც სინათლე რატომღაც არსაიდან აღარ შემოდის. ამ ზაფხულს იმდენი ლამაზად გატარებული დღეები იყო, იმდენი სასიამოვნო მოგონება, რომ ვფიქრობდი, თითოეულ მათგანზე დავწერდი რაღაცას. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და უფალი წყვეტს ჩვენ მაგივრად ჩვენსავე ბედს. თურმე ისეთ ცვლილებებს მიმზადებდა, ისეთ უნამუსობებთან შებმას მიწინასწარმეტყველებდა, რომ რადიკალურად შემაცვლევინებდა ცხოვრებას; უფრო სწორად, კი არ შემაცვლევინებდა, გზაგასაყართან დამაყენებდა; ასარჩევად გამიხდიდა უნამუსობისა და ნამუსის გზას. შეაჩერებდა ყველასა და ყველაფერს და თავგზას ამირევდა. აბსოლუტურად ეკლიან გზაზე გადამაგდებდა და თვალსაც დამიხშობდა. ამის წამოდგენა ამ ზაფხულს კვარიათში შეუძლებელი იყო.  ახლა ვდგავარ და უძილობის ფონზე გონებას აზროვნებასა და გამოფხიზლებას ვთხოვ. ჩემი გონება შოკიდან მალე თუ არ გამოვა, ახლა კი მართლა არ ვიცი რა მოხდება, რითი დასრულდება საერთოდ ყველაფერი…და საერთოდ, ღირს კი რაიმე რაიმედ; იქნებ სამყარო დამძიმდა ამდენი ხანი ჩემი ლეშით??????? არ ვიცი, მე მართლა აღარაფერი არ ვიცი…

Постоянная ссылка Добавить комментарий

შეხვედრა წარსულთან

Июль 26, 2010 at 7:05 пп (Uncategorized)

დღეს საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა. ჩემი მობილური რეკავდა დილას. უცხო ნომერი დაიწერა, არ ვაპირებდი აღებას და არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუპასუხე. ტელეფონიდან უცხო მამაკაცის ხმა მოისმა და მკითხა, მე ის ლელა მელიქიშვილი ვარ ოდესღაც ბანაკ ,,არტეკში” რომ ვიყავი? თქვენ ვისაც ეძებთ არ ვიცი ის ვარ თუ არა–მეთქი, მაგრამ არტეკში რომ ვიყავი, ეს კი ვიცი–მეთქი ვუპასუხე. თავისი სახელი და გვარი რომ მითხრა, მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობი მეგობარი მირეკავდა, რომელთან ერთადაც არტეკში ვიყავი და მას მერე არ მინახავს.ეს მას მერე კი არც მეტი, არც ნაკლები 28 წელია. სული ყელში მომაწვა, მეგონა ჩემს ბავშვობას შევხედე პირისპირ. ისეთი შინაურებივით ვლაპარაკობდით, თითქოს ამდენი წელი საერთოდ არც კი იდგა ჩვენ შორის. გამახსენდა არტეკში გატარებული დღეები– იქ ავად გავხდი და ეგრეთწოდებულ ,,იზოლატორში” მომათავსეს. არავის უშვებდნენ, მაღალი სიცხეები მქიონდა, მგონი ანგინა დამემართა. ჩემზე უბედური ადამიანი აღარ იყო. მეგონა სახლში აღარ გამომიშვებდნენ(არ დაგავიწყდეს მკითხველო, რომ მაშინ მე–6 კლასის მოსწავლე ვიყავი). ხოდა რამაზი გამოიპარა ბანაკიდან და ფანჯარაზე ამოძვრა და გადმოიპარა ჩემს სანახავად. მერე რაზმეულის შეკრებაზე წესის დარღვევისთვის საყვედური გამოუცხადეს. ისეთი ნოსტალგია მომაწვა საუბრის დასასრულს, რომ დავდექი და სურათების დათვალიერება გადავწყვიტე. ამაღლება მოვიდა, მაგრამ დიდი ნაღველიც, ნაღველი იმ ლამაზი ბავშვობისა, როცა არანაირი პასუხისმგებლობა არა გაქვს და შენ მაგივრად ფიქრობს ბევრი ადამიანი. გამახსენდა მამა, რომელიც უძლეველი მეგონა. მეგონა ვერა და ვერაფერი მოერეოდა ამ ქვეყანაზე. მახსოვს ყველაზე მძიმე წუთებში ჩემი ცხოვრების, როგორ ღირსეულად მედგა გვერდით. როგორ მამხნევებდა და ფარ–ხმალს არ მაყრევინებდა. ცუდია უკვე ყველაფერი რომ წარსულია. მოკლედ ახლა ველოდები აგვისტოს დასაწყისს. ჩემი არტეკელი მეგობარი ბათუმელია და იქ მელოდება. ხოდა ზღვაზე საინტერესო მეგობრობის განახლება მოხდება. ორმაგად მსიამოვნებს ახლა კვარიათში წასვლაააააააა

Постоянная ссылка Добавить комментарий

დიადი დასვენების დღეები

Июль 14, 2010 at 8:56 пп (Uncategorized)

ახლა მანგლისში ვარ, აივანზე ვზივარ, გავცქერი ჩემ წინ კაკლის ხის ტოტებს და ჭოტის კივილს ვისმენ. თან რაღაცას ვწერ. ეს დღეები სრულ დასვენებასა და პასიურ ცხოვრებას დავუთმე. არავის და არაფერს არ ვხედავ. ჩამოვედი და გარეთ მხოლოდ მაღაზიაში თუ გავალ. ჯერ პენსიონერივით ვისვენებ და სიმართლე გითხრათ, ფრიად კმაყოფილი ვარ. მე აქ ლამისაა განათლების მინისტრად აღმიქვან და ყველა,ნაცნობი თუ უცნობი, განათლების საკითხებზე იწყებს ჩემთან ლაპარაკს. დაახლოებით ისეა,ექიმს რომ ნახავენ და მაშინვე ავადმყოფობაზე ელაპარაკებიან. ხოდა მეც ასე ვარ. ვინ რა იცის, რომ ამ საკითხებზე ფიქრს გამოვექეცი და განტვირთვა მინდა. ამიტომ გადასარევი ხერხია: არ გახვიდე გარეთ…ხოდა ვზივარ ახლა აივანზე(ისე ამ ადგილზე მეტად არაფერი მიყვარს ქვეყანაზე) და გავცქერი სივრცეს. თითქოს ამ სივრცემ მინდა დამავიწყოს ყველა ტკივილი თუ პრობლემა, რომელიც კარგა ხანია ჩემს სულს არ შორდება. ალბათ, აქაც თავს ვიტყუებ. გაქცევა მინდა საკუთარი თავისაგან, მაგრამ სად ეგ აღარ ვიცი. ოოოხ, როგორ ვეღარ ვზიდავ მარტო სულს…..

Постоянная ссылка Добавить комментарий

გაპრაქტიკულებული ლელას მიწიერი ფიქრები

Май 17, 2010 at 11:58 пп (Uncategorized)

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, უძილობის ქარცეცხლმა მომიცვა. ცოტა სულის შეჭირვება, ცოტა ჩემი გაპრაქტიკულება და ნერვებს მეტი რაღა უნდა?! ახლა ვდგავარ და ვწერ. გადავწყვიტე, ყველასათვის დამემტკიცებინა, რომ მე არა მხოლოდ რომანტიკული ადამიანი ვარ, არამედ რაღაცა მიწიერი საქმეების გაკეთებაც შემიძლია. დამღალა დღემუდამ იმის შეგონებამ, რომ ასე არ შეიძლება, ცოტა რეალურად უნდა შევხედო საყაროს, რომ ხელმომჭირნე უნდა გავხდე და ალბათ, საკმარისია მკითხველო, ასეთი პროზაული სიტყვები. დარწმუნებული ვარ, ხშირად გესმით გარშემო მსგავსი. ხოდა გადავწყვიტე, რომ მელიქიშვილების ქონებას მივხედო, მე ხომ ,,დიდი” ქონება დამრჩა ვაკეში ( ნახევრადდანგრეული საკუთარი სახლი და საკმაოდ დიდი მიწა, ოღონდ ჯერ ისე არ გავპრაქტიკულებულვარ, რომ მიწის  ფართი ზეპირად ვიცოდე), ხოდა მეც გადავწყვიტე მოვუარო ამ ,,დიდ ქონებას” და მშენებლობა დავიწყე. გავაკეთე პროექტი, რომლის შექმნამაც სულ რაგაცა 9 თვე წაიღო, აღარ ვიტყვი, რამდენი ფული და ამაყად მოვიყვანე მუშები. ხოდა ზუსტად ორი კვირაა ჩემს გონებაში მხოლოდ ცნება ფული და საშენი მასალები ტრიალებს. მუშები სერიოზულად მიხსნიან რაღაცებს, მე ასევე დიდი სერიოზულობით ვუსმენ მათ სიბრძნეს, ოღონდ მათი ნალაპარაკების ნახევარი, თუ მეტი არა, არ მესმის და თავი მგონია პრაქტიკულობის განსახიერება. ამის შედეგად ახლა უძილობით გათანგულ გონებაში შვიდსავე ბრუნვაში ფულის ტრიალია და საშენი მასალების ხარისხსა და თუ ფასებზე ფიქრი. ყველაზე მეტად კი იმათი ვერ გამიგია, პრაქტიკულობით რომ მოაქვთ თავი და დღემუდამ ამ საკითხებზე ფიქრობენ. აუ, მე უკვე მეცოდება საკუთარი თავი და ისინი ასე როგორ ძლებენ. მოკლედ ცოტა ხანიც და …. არ მინდა ბატონო, დამილოცნია თქვენი პრაქტიკულობა თვენთვის და გამიშვით ისევ საოცნებოდ, თორემ ხომ ხედავთ, ძილი აღარ მეკარება ამდენი ნერვიულობით:)))))))))))))))))))

Постоянная ссылка Комментарии (2)

ტკივილი

Май 4, 2010 at 8:00 пп (Uncategorized)

ახლა დავუჯექი წინ ჩემს ერთგულ მეგობარს და უაზროდ  დავიწყე ასოების გამოყვანა. ბევრი წელია ვცდილობ გავარკვიო, რა შეგრძნებაა, როდესაც სულს კივილი უნდება, რა შეგრძნებაა და საიდან მოდის სულის დიდ ლოდად გადაქცევა და დროდადრო ამ ლოდის მსხვრევისას სულის სისხლის დენა. სულის კაწვრა და იქიდან წითლად სისხლის წვეთები. როდის და რატომ ხდება ხოლმე?! ეს, ალბათ, მაშინ ხდება, როცა (როგორც დათა იტყოდა) ერთმანეთს სულის სისხლს ვუწამლავთ. სულში სისხლი თქრიალით მომდის. სული სისხლისაგან იცლება, მე კი სულისაგან ვიცლები. გამოსჰიგნული ვაგდივარ და ვტაკიმასხარობ. მე მტკივა, სული მტკივა. ..

Постоянная ссылка 1 комментарий

გაზაფხული მაინც მოვიდა

Март 2, 2010 at 6:20 пп (Uncategorized)

დროდადრო  ურვაშეპყრობილივით მომინდება ხოლმე რაღაცის დაწერა.  ისეთი შეგრძნება მაქვს, სული ტბაა, რომელშიც უამრავ შემდინარე მდინარეს ჭუჭყი, ლაფი და საწამლავი შეაქვს; სულიც ავადდება,   გაიბერება ბაყაყივით და გადმოანთხევს ხოლმე ქაღალდზე განცდებს, ფიქრებს; ამით ტკივილი მოეშვება და ისევ გამოიხედავს თვალში.

ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამეცინა–წამოვხტი სავარძლიდან და ინსტიქტურად დავიწყე ასოების გამოყვანა. ძირითადად ასე ვიცი ხოლმე–დიდხანს არასოდეს ვემზადები. ფიქრი, თქმა და ქმნა ყოველთვის ჰარმონიაშია. როცა ვინმეზე ან რამეზე შემექმნება შთაბეჭდილება აღარ ვიცი დიდხანს იმაზე ფიქრი ხომ არ ვცდები ან ხომ არ შემეშალა. ზუსტად გარკვეული მაქვს რატომ, რა თვისების გამო ან რამ მომხიბლა მასში. ამას ჩემი ინტუიციაც ემატება. არ ვიცი, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი, მაგრამ ეს ასეა. ხშირად ტკივილიც განმიცდია, ხშირად არასწორადაც აღუქვამთ, მაგრამ ალბათ, ამ თვისებით (სხვა უამრავ უარყოფითთან ერთად) მქვია მე ლელა.

დღეს იმდენად ლამაზი დღე იყო, რომ ვეღარ მოვითმინე და ჩემს უსაყვარლეს საქმიანობას– ფეხით ხეტიალს მივაკითხე. თბილისში გაზაფხულის სუნი ტრიალებს, ხალხი გარეთაა გამოფენილი. ადამიანებსაც მოჰნატრებია ბუნება. ამ საერთო სილამაზეში იმდენად არ ჯდებოდა ჩემი დამძიმებული და ახალჭრილობაგახსნილი სული, რომ რაგღაცით უნდა მეშველა. მეც ბოტანიკური ბაღისაკენ ავიღე გეზი. ჩემმა სხეულმა სუნთქვა დაიწყო, დახარბებული ჟანგბადს, თითოეულ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვას გრძნობდა. თითქოს ჩამოწოლილმა შავმა ნისლმაც გაფატვა დაიწყო. კარგა ხანს ჩაფიქრებული დავდიოდი, მერე რატომღაც სიცილი ამივარდა( კიდევ კარგი ირგვლივ არავინ იყო, თორემ ჩემს ნორმალურობაში ნამდვილად ეჭვი შეეპარებოდათ) იცი რა აღმოვაჩინე?– ადამიანები სულ იმაზე ვზრუნავთ, რა ვატკინოთ ერთმანეთს, როგორ დავანგრიოთ ერთმანეთი, როგორ წავუბიწოთ რწმენა და წინდახედულ ადამიანად მივიჩნევთ იმას, ვისაც აღარ სწამს ადამიანის გულწფელობის, ვისაც აღარ სჯერა სიკეთის, სიყვარულის. ბუნება კი მიღებულ ჭრილობებზე გვეფერება, გველამუნება, მალამოს გვადებს და ტკივილს ასატანს გვიხდის. თითქოს რწმენასაც დაგვიბრუნებს ხოლმე და სითბოთი და ოცნების სურვილით აგვავსებს. ასე ვიხეტიალე დღეს ბოტანიკურ ბაღში– მოვეფერე ყველა ხეს, ყვავილს, მიწას მოვეფერე და ისეთი სავსე ვიყავი, მინდოდა დამერეკა ყველასთან და მეთხოვა ბუნებაში გასვლა( ამას როგორ ვიზამდი, გაგიჟდა მელიქიშვილიო,– იტყოდნენ) . მეიდანზე რომ ჩამოვედი, მივხვდი, ღიმილი დამიბრუნდა სახეზე. დარწმუნებული ვარ ცოტა ხანს გასტანს ამაღლება. ჩემ გარშემო ხომ რატომღაც ყველამ იმაზე იზრუნა, როგორ დამტეხოდა ფრთები. გადასარევად გამოუვიდა ყველას. მე ფრენა აღარ შემიძლია. იქნებ ჩემი ფრთები მიიბათ და თქვენ იფრინოთ….

Постоянная ссылка Добавить комментарий

Январь 8, 2010 at 10:18 пп (Uncategorized)

Постоянная ссылка Комментарии (4)

Next page »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.